ტანვარჯიშის არენა

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015

დამკვეთი - შ.პ.ს. „აისი“

გამოყენებული სანათის ტიპი - Philips Arena Vision MVF 403/1000W, Philips MVP 507/1000W, Philips BY150P 1xHPI-P250W.

ტანვარჯიშის არენაზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სანათები „ფილიფსი“-ს წარმოების, მიღებულია განათების ხარისხი საერთაშორისო ტრანსლირებისთვის, ასევე პროექტი მოიცავს განათების ჩართვის 3 რეჟიმს:

  1. სავარჯიშო;
  2. შეჯიბრის ჩასატარებელი;
  3. შეჯიბრის ჩასატარებელი საერთაშორისო ტრანსლირების რეჟიმი;
ყველა რეჟიმი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებულობის ხარისხს.
  1. სავარჯიშო - 650 ლუქსი (H*);
  2. შეჯიბრი - 1200 ლუქსი (H*);
  3. საერთაშორისო ტრანსლირება - 1500 ლუქსი (V**);

ტრიბუნების განათებისთვის გამოყენებული სანათები შერჩეული იქნა მათი შუქის სხივის გაშლის და ნათების ფერის მიხედვით, რათა არ მომხდარიყო როგორც მაყურებლის ასევე სპორტსმენების თვალის მოჭრის კოეფიციენტის დარღვევა ძირითად განათებასთან შესაბამისობაში.

განათებულობამ მიიღო დადებითი შეფასება როგორც ოლიპმიადის საორგანიზაციო კომიტეტიდან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომელიც ანხორციელებდა შეჯიბრების ტრანსლაციას უმაღლესი დონის ზესწრაფი კამერების მეშვეობით.

სანათები დამზადებულია საფრანგეთში, მათი მოწოდება განხორციელდა დროულად და მათზე მოქმედებს 3 წლიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.

შენიშვნა:

* - ჰორიზონტალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს საფარის მიმართ;

** - ვერტიკალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს ტელე-ტრანსლირებისთვის განთავსებული ცენტრალური კამერის მიმართ;

უკან დაბრუნება  

პროექტის ფოტოები