სტადიონი-გორის დილა

სტადიონი-გორის დილა შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ, 2017 წელს, უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის 19 წლამდელებს შორის, მოხდა ქ.გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის განათება. აღნიშნულ სტადიონზე ჩატარდა, როგორც გახსნის, ასევე ტურნირის დახურვის მატჩი. წელს კი, სტადიონის სერტიფიცირებისათვის, გორის მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენს მიერ მოხდა განათებულობის გაზომვა. მოედნის განათება კვლავ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, განათებულობა ისევ უმაღლესი ხარისხისაა, საუბარია როგორც სატელევიზიო ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ განათებაზეც. პროექტში გამოყენებულია სპორტული განათების მწარმოებელი, ერთერთი ლიდერი ქარხნის - იტალიური Fael Luce-ს 2000 ვატიანი პროჟექტორები, რომელიც დაკომპლექტებულია Philips-ის მაღალეფექტური ლითონჰალოგენური ნათურები! ჩვენი გუნდი ადასტურებს სპორტული მოედნების განათებაში თავის უმაღლეს პროფესიონალიზმს!
უკან დაბრუნება