ოლიმპიური აუზი
შპს ჯი თი ჯიმ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის შეასრულა განათების სამუშაოები. 10 აგვისტოს თბილისში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი წყალბურთში. თბილისის ოლიმპიური აუზი, რომელიც მდებარეობს "ახალ დიღომში", პირველი არენაა წყლის სპორტულ სახეობებში, რომლის განათება საშუალებას იძლევა უმაღლესი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის საერთაშორისო დონის პირდაპირი ტელეტრანსლირებისათვის. განათება შესრულებულია ჩვენი იტალიელი პარტნიორების Fael Luce-ს უმაღლესი ხარისხის 2000 ვატიანი პროჟექტორებით, რომელიც დაკომპლექტებულია Signify-Philips ნათურებით. აღნიშნული პროექტი გამორჩეულია სირთულით, უპირველესად წყლის ზედაპირის არეკვლადობის გათვალისწინებით, მეორეს მხრივ განათების ბოძების სიმაღლიდან გამომდინარე, სამონტაჟო უმაღლესი წერტილი 45 მეტრია.განათების შედეგი: საშუალო ვერტიკალური - 1400 ლუქსი.საშუალო ჰორიზონტალური - 2100 ლუქსი.
|