ჩვენს შესახებ

შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“ (GTG - Georgian Trading Group - საქართველოს სავაჭრო ჯგუფი) დაარსდა 2011 წლის 9 ივნისს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა პროდუქციის იმპორტია. იმპორტირებულ საქონელში გამოხატულია 2 ძირითადი მიმართულება: სხვადასხვა ტიპის სანათი მოწყობილობები და სატუმბი დანადგარები.

მოწოდებული სანათი მოწყობილობები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა დამზადებაც ხდება ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი). საზოგადოებას გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები პროდუქციის ექსკლუზიურ დისტრიბუციაზე პარტნიორ კომპანიებთან Philips lighting და Faelluce, ასევე თანამშრობლობა Castaldi, Navigator, Safe Rain, OMS, Valmont, Mitas,  Ligthing Technologie.

ორგანიზაციას გააჩნია გამოცდილი საპროექტო განყოფილება, რომელიც ამზადებს უმაღლესი ხარისხის პროექტებს. განყოფილება ახდენს პროექტისთვის აუცილებელი მასალების შეგროვებას, რის მიხედვითაც ხდება სანათი მოწყობილობების ოპტიმალური შერჩევა პროექტის განხორციელებისთვის. პროექტების დამზადება ხდება უშუალოდ საპროექტოს მიერ, მათი სირთულიდან გამომდინარე დამზადებული პროექტები იგზავნება პარტნიორ კომპანიებთან, რომელთა პროდუქციაც იქნა გამოყენებული, რის შემდეგაც ხდება საბოლოო გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში გადაკეთება და საბოლოო სახის მიცემა.

მომსახურების სრული კომპლექსი საწყისს ეტაპზე გულისხმობს საპროექტო სამუშაოებს, შემდეგ პროექტით გათვალისწინებული მასალების მოწოდებას, მათ მონტაჟს, ბოლო ეტაპზე კი პროექტის საბოლოო სახის მისაღებად დამიზნება-გამართვის სამუშაოებს, რასაც შესაბამისობაში მოჰყავს რეალური სურათი პროექტთან. გარდა ამისა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის პერიოდში ვახდენთ საექსპლოატაციო მომსახურებას.


ჩვენი კომპანიის ბაზაზე არსებული ლაბორატორიის მეშვეობით, კი შეგვიძლია შევასრულოთ განათებულობის სრული სპექტრის გაზომვა-შემოწმების სამუშაოები, შესაბამის ლიცენზიაზე დაყრდნობით. გაზომვა წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე შესაძლებელია გაზომვების ჩატარება ინდივიდუალური, კონკრეტული ტექნიკური დავალების შესაბამისად, დამკვეთის ნება-სურვილის მიხედვით და მისი შედარება საერთაშორისო სტანდარტებთან.