დინამო არენა

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“

დამკვეთი - შ.პ.ს. „ჩაქვი ასს“

გამოყენებული სანათის ტიპი - Faelluce Lightmaster One 2000W

უეფას ეგიდით ჩასატარებელი სუპერთასის საფინალო მატჩისთვის განხორციელდა „დინამო არენა“-ს სრული რეაბილიტაცია. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეცვლილიყო მოედნის განათება. შეცვლას დაექვემდებარა არსებული 198 ცალი პროჟექტორი, რასაც დაემატა 52 ცალი რათა მიღწეული ყოფილიყო მოედნის განათების უმაღლესი „ფინალი“-ს კლასი.

სამუშაოების დაფინანსება განხორციელდა ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ, ვისთანაც შეთანხმებული იყო ყველა აუცილებელი დეტალი სამუშაოების წარმატებით განხორციელებისთვის. მიწოდებული იქნა პროექტი და თანმდევი სამუშაოების ნუსხა, რამაც გაირა ექსპერტიზა და რის შემდეგაც შერჩეული იქნა კონტრაქტორი.

„დინამო არენა“ აკმაყოფილებს სათამაშო მოედნის განათებულობის საერთაშორისო ნორმებს ფიფასა და უეფას სტანდარტების შესაბამისად. მოედანზე არსებული განათება მოიცავს 6 რეჟიმს:

  1. ე.წ. „პანიკა“ - განათების მინიმალური დონე მოედნის უბრალოდ გასანათებლად
  2. სავარჯიშო რეჟიმი - 450 ლუქსი (H*)
  3. სათამაშო რეჟიმი (შიდა ჩემპიონატი) - 800 ლუქსი (H*)
  4. სათამაშო რეჟიმი (შიდა ჩემპიონატი ტელე ტრანსლირება) - 1200 ლუქსი (V*)
  5. სათამაშო რეჟიმი (საერთაშორისო ტელე ტრანსლირება - კლასი IV) - 1800 ლუქსი (V*)
  6. სათამაშო რეჟიმი (საერთასორისო HD ტრანსლირება - კლასი Final) - 2400 ლუქსი (V*)

აღნიშნული შედეგების მისაღწევად სანათებში გამოყენებულია უმაღელის დონის ტიპის ნათურა Philips Master MHN-SB 2000W/956 რომლის სინათლის ნაკადი არის 220000 ლუმენი, ფერი 5600K.

სუპერთასის საფინალო მატჩის შემდეგ „დინამო არენა“-მ დაიმსახურა საუკეთესო გამოხმაურება უეფას დელაგატების მხრიდან, განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა მოედნის განათება და აუდიო სისტემები.

სანათები დამზადებულია იტალიაში, მათი მოწოდება განხორციელდა დროულად და მათზე მოქმედებს 3 წლიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.

შენიშვნა:

* - ჰორიზონტალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს საფარის მიმართ;

** - ვერტიკალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს ტელე-ტრანსლირებისთვის განთავსებული ცენტრალური კამერის მიმართ;

უკან დაბრუნება  

პროექტის ფოტოები