რაგბის 14 სტადიონი

დამკვეთი - ააიპ „ასოციაცია ა.ტ.უ.“ / „ქართუ ჯგუფი“

სტადიონები და გამოყენებული სანათები:

  1. ქ. თბილისი; „ავჭალის სტადიონი“: განათებულია 2 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 2X48 – 96 ცალი
  2. ქ. თბილისი; „სტადიონი სინათლე“: განათებულია 2 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 2X48 – 96 ცალი
  3. მარტყოფის ბაზა: განათებულია 1 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 24 ცალი
  4. ასპინძის ბაზა: განათებულია 1 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 24 ცალი
  5. ქ. თბილისი; „ლელოს“ სტადიონი: განათებულია 1 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 48 ცალი
  6. ქ. ქუთაისი: „აიას“ სტადიონი: განათებულია 3 მოედანი - “Faelluce” Light Master ONE 2000W/Osram Lamp – 144 ცალი
  7. ქ. ფოთი: “კოლხი რაინდების“ სტადიონი: განათებულია 2 მოედანი - „Philips Arena Vision/MVF403/MHN-SA 2000W” – 2X44 –88 ცალი
  8. ქ. გორი: „ჯიქების“ სტადიონი: განათებულია 2 მოედანი - „Philips Arena Vision/MVF403/MHN-SA 2000W” – 2X40 –80 ცალი

ჩვენი კომპანია ააიპ „ასოციაცია ა.ტ.უ.“-ს დაკვეთით ახორციელებს ახალაშენებული სარაგბო კომპლექსების, სათამაშო მოედნების განათებას. ჩვენი თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება ამ მიმართულებით. შესრულდა 8 სტადიონის - 14 მოედნის განათება, ჯამში გამოყენებულია 432 ცალი “Faelluce”-ს და 168 ცალი „Philips Lighting”-ის უმაღლესი კლასის სპორტული განათების პროჟექტორები. თითოეულ მოედანზე გარდა მარტყოფისა და ასპინძის სარაგბო ბაზებისა განათებულობის მიღებული შედეგი მერყეობს 450-დან 500 ლუქსის ფარგლებში. აღნიშნული აკმაყოფილებს არამარტო სავარჯიშო, არამედ ქვეყნის შიდა ჩემპიონატის მატჩების ჩატარებისთვის აუცილებელ სტანდარტს.

აღნიშნული პროექტების მასშტაბი უპრეცენდენტოა სპორტული არენების განათების მხრივ საქართველოში. ჩვენს მიერ შესრულებულმა ამ პროექტებმა მაღალი შეფასება მიიღო, როგორც დამკვეთის ასევე რაგბის ფედერაციის მხრიდან, რისი დასტურია ის, რომ პროექტების ციკლი გრძელდება, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას!

მიწოდებულ საქონელზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია.

უკან დაბრუნება  

პროექტის ფოტოები