„დევდორაკის“ გვირაბი, სტეფანწმინდაში.

 „დევდორაკის“ გვირაბი, სტეფანწმინდაში. შპს „ჯი თი ჯი“-ს მიერ შესრულდა კიდევ ერთი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის განათება - ეს არის ახლადგახსნილი „დევდორაკის“ გვირაბი, სტეფანწმინდაში.
პროექტი განხორციელდა, ჩვენს უმთავრეს მომწოდებელთან, განათების სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოს ლიდერ კომპანია “Philips Lighting”-თან ერთად. 
შემუშავებულ იქნა გვირაბისთვის განათების სპეციალური პროექტი, რაც გულისხმობს დღისა და ღამის რეჟიმის განათებულობას. ამის უზრუნველსაყოფად კი “Philips” უმაღლესი ხარისხის სანათებთან ერთად, გამოყენებულ იქნა “Philips Dynalite” მართვის სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს განათებულობის ცვლას დღის მანძილზე შესაბამისი დროის მიხედვით.
აღნიშნული სისტემა დაპროგრამდა და გაეშვა შპს „ჯი თი ჯი“-სა და “Philips Lighting”-ის თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი რეგიონში პირველად შესრულდა.
უკან დაბრუნება