სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

გამოყენებული სანათის ტიპი - Faelluce Mach 5 250-400W

სანათების უსასყიდლოდ მოწოდება შემოთავაზებული იქნა „ფაელლუჩე“-ს ექსპორტ მენეჯერის ბატონი ტეოდორო დი კამპის მიერ, მისი პირველი ვიზიტის დროს საქართველოში და მის მიერ სვეტიცხოველის მონასტერის დათვალიერების შემდეგ.

გამოყენებულია 18 ცალი პროჟექტორი, სამონტაჟო ადგილების შერჩევა და მოგვიანებით პროექტის აწყობა განხორციელდა კომპანია „ფაელლუჩე“-ს პროექტანტ-დიზაინერის მიერ, ადგილზე დათვალიერების და მონასტრის წინამძღვართან შეხვედრის შემდეგ. სამონტაჟო სამუშაების დაწყებამდე ასევე აღნიშნული სამუშაოების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს და შეხვედრაზე ბატონ ვაჩეიშვილთან შეთანხმებული იქნა სამუშაოების ჩატარების დეტალები.

სვეტიცხოველის განათბაზე გამოყენებულია 2 ტიპის ნათურის და სიმძლავრის სანათი. ნათების ფერი არის 5400K და 5800K, აღნიშნული ფერები იძლევა დღის პირობებში განათებულობის ანალოგიას, რის გამოც ხდება მონასტრის გამოჩენა მის ბუნებრივ ფერებში.

სანათების მონტაჟი განხორციელებული იქნა შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“-ს თანამშრომლების მიერ ასევე სრულიად უსასყიდლოდ, რაზეც პირადი მადლობა გადაეცათ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიერ.

უკან დაბრუნება