მნიშვნელოვანი სიახლე შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“-სათვის!

მნიშვნელოვანი სიახლე შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“-სათვის!
2019 წლის დასაწყისში, ჩვენმა კომპანიამ უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებული, „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის, პოლტავის რეგიონალური სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისგან“ მიიღო ლიცენზია განათებულობის გაზომვა-შემოწმების სამუშაოების წარმოებაზე. სერტიფიკატით დასტურდება შ.პ.ს. „ჯი თი ჯი“-ს ბაზაზე არსებული განათებულობის გაზომვა-შემოწმების ლაბორატორიის წევრების კომპეტენტურობა და აპარატურის შესაბამისობა ISO 10012:2005-ის მოთხოვნებთან. 
 
დღეის მდგომარეობით ჩვენ ერთადერთს  შეგვიძლია საქართველოში, შევასრულოთ განათებულობის სრული სპექტრის შემოწმება: განათების ფერი და ფერის გადაცემის ინდექსი - K და Ra, განათების ციმციმის ფატორი - FF, განათებულობა როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ლაბორატორიას გააჩნია უახლესი გერმანული აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზომვების მაქსიმალურ სიზუსტეს. 
უკან დაბრუნება