ხელბურთის არენა

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015

დამკვეთი - შ.პ.ს. „ელექტრომონტაჟსერვისი“

გამოყენებული სანათის ტიპი - Faelluce LightMaster One 1000W, Mach 5 LED 20LXM, Philips RVP351 400W.

ხელბურთის ცენტრალურ დარბაზზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სანათები „ფაელლუჩე“-ს წარმოების, მიღებულია განათების ხარისხი საერთაშორისო ტრანსლირებისთვის, ასევე პროექტი მოიცავს განათების ჩართვის 2 რეჟიმს:

  1. სავარჯიშო;
  2. შეჯიბრის ჩასატარებელი საერთაშორისო ტრანსლირების რეჟიმი;
ორივე რეჟიმი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებულობის ხარისხს.
  1. სავარჯიშო - 650 ლუქსი (H*);
  2. საერთაშორისო ტრანსლირება - 2000 ლუქსი (V**);

ტრიბუნები განათებულია ასევე „ფაელლუჩე“-ს წარმოების LED სანათებით Mach 5. სანათების ფერი ესადაგება სათამაშო მოედნის განათების ფერს.

სათადარიგო დარბაზი განათებულია „ფილიფსი“-ს წარმოების სანათით რომლითაც მიღებულია შესანიშნავი შედეგი რაც საკმარისია ნებისმიერი დონის მატჩის ჩასატარებლად. სათადარიგო დარბაზის განათება არ არის გაანგარიშებული სატელევიზიო ტრანსლაციისთვის.

განათებულობამ მიიღო დადებითი შეფასება როგორც ოლიპმიადის საორგანიზაციო კომიტეტიდან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომელიც ანხორციელებდა შეჯიბრების ტრანსლაციას უმაღლესი დონის ზესწრაფი კამერების მეშვეობით.

სანათები დამზადებულია იტალიაში და ჩინეთში, მათი მოწოდება განხორციელდა დროულად და მათზე მოქმედებს 3 წლიანი გარანტია სწორი ექსპლუატაციის პირობებში.

შენიშვნა:

* - ჰორიზონტალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს საფარის მიმართ;

** - ვერტიკალური განათება ითვალისწინებს განათებულობის დონეს ტელე-ტრანსლირებისთვის განთავსებული ცენტრალური კამერის მიმართ;

უკან დაბრუნება  

პროექტის ფოტოები